შალვა პაპუაშვილი: საქართველოში სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება, ეს პირველ რიგში ჩვენ ინტერესებშია 

“ის [ჯო უილსონი] რომ ლობისტურ საქმიანობებშია გარეული, არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის ფარას რეესტრიდან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჯო უილსონის მიერ შეტანილ შესწორებებს შეეხებოდა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესი, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციის გადაწყვეტილება, რადგან ეს პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებში შედის.

„ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, რომელიც სერიალად იქცა. ძალიან მშვიდად ვუყურებთ ამ საკითხს, ვაცადოთ ჯო უილსონს, რომ საკუთარი პოლიტიკის მიღმა ცხოვრება უზრუნველყოფს. მან განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და როგორც ჩანს მშვიდი სიბერის უზრუნველყოფისთვის მას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ის რომ ლობისტურ საქმიანობებშია გარეული, არაერთხელ გამოჩენილა, მათ შორის ფარას რეესტრიდან.

რაც შეეხება შინაარსს, სადაზვერვო ქსელების გამოვლენას არ სჭირდება აშშ-ის კონგრესი, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციის გადაწყვეტილება თუ შეხსენება, ეს პირველ რიგში ჩვენ ინტერესებშია და ხედავთ სუს-ი როგორ არის აქტიურად არის ამ საკითხში ჩართული და როგორ ზუსტად და ყოველგვარი კითხვების გარეშე მოქმედებს. მათ შორის ბოლო პერიოდში ნახეთ დაკავებები, ნახეთ მათ შორის სტატია, რომელიც საფრანგეთში გამოქვეყნდა და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს ზუსტად, ისე რომ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. გარდა იმისა, რომ ეს დაკავებები არის მნიშვნელოვანი, რომ აღიკვეთოს ამგვარი სადაზვერვო საქმიანობები, ეს არის პრევენცია და გაფრთხილება ყველასთვის, რომ საქართველოს უსაფრთხოების სისტემას აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გამოავლინოს სადაზვერვო საქმიანობები, აღკვეთოს და სადაც საჭიროა საჯარო გახადოს ეს ყველაფერი.

ჯო უილსონს ვაცადოთ, რომ დატკბეს თავისი ვარსკვლავური მომენტებით, როდესაც ნახევარი საქართველოსთვის ახალი ამბის მატარებელი ხდება ხოლმე. დანარჩენი, ვფიქრობ, რომ მის პოლიტიკურ ნაბიჯებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები