ლევან ბეჟაშვილი – ქარდავასა და მუხაძის საქმეზე: უნდა დაისაჯონ ის პირებიც, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საქმეებს არ იძიებდნენ

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი პროკურატურის მიერ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძის პასუხისგებაში მიცემის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„ეს საქმეები და უფრო მძიმე საქმეები უფრო ადრე უნდა გამოძიებულიყო მთელი ცხრა წლის განმავლობაში. უფრო სიცხადე უნდა შესულიყო საქმეში, ბევრი თანამშრომელი, რომელიც მაშინ ასეთ გამოძიებებში იყო ჩართული, დღესაც „ქართული ოცნების“ რიგებშია და დღესაც მათ დავალებებს ასრულებენ, ამიტომ, საზოგადოება ხვდება, რომ ასეთი პოლიტიკური საქმეების პოლიტიკური მოტივით გამოგდება ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც „ოცნებას“ რეალური პოლიტიკური კრიზისი აქვს, ყურადღების გადატანის მცდელობა აქვთ. ეს საქმეც უნდა გამოიძიონ, დამნაშავე პირებიც უნდა დაისაჯონ და ის ადამიანებიც უნდა დაისაჯონ, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ამ საქმეებს არ იძიებდნენ, თაროზე აქვთ შემოდებული და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად აგდებენ ხოლმე ასეთ თემებს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე, რომელზეც მეგის ქარდავაც არის ბრალდებული, ალექსანდრე მუხაძე დღეს პასუხისგებაში მისცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები