ვახტანგ ჭარაია: მოხარული ვარ წელს უკვე მეორე საპატიო ჯილდო მივიღო, ამჯერად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისგან
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჯილდო – ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის მიიღო. ამის შესახებ ჭარაია საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
“მოხარული ვარ წელს უკვე მეორე საპატიო ჯილდო მივიღო, ამჯერად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისგან – ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვისაც ჩემი სჯერა და ზურგს მიმაგრებს
განსაკუთრებული მადლობა ჩემი მხარდაჭერისა და განვითარებაში შეუფასებელი როლისთვის ბატონ ვლადიმერ პაპავას”,- წერს ჭარაია.