გია გაბრიჭიძე: “ნაცებმა” უნდა შეწყვიტონ პროცესი, თორემ შესაძლებელია, ყველა უბნის გადათვლის შემდეგ არცერთი ხმა აღარ დარჩეთ

ექსპერტი, გია გაბრიჭიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ უბნების გადათვლის შედეგებმა კვლავ არ დატოვა სივრცე, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით ვინმემ რაიმე სერიოზულ ხარვეზებზე იმანიპულიროს.

„1832 უბნიდან, ამ წუთის მდგომარეობით, გადათვლილია 259 უბანი, რაც უბნების 14 პროცენტს შეადგენს. გადათვლის შედეგად,  ჯამურად, ცვლილებამ პროცენტების მეათასედები შეადგინა. მაგალითად, თბილისში ჩვენს კანდიდატ კახა კალაძეს დაემატა 13 ხმა, რაც ხმების 0,005 პროცენტია. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკანორ მელიას დააკლდა 11 ხმა, რაც დაახლოებით იმავე პროცენტს შეადგენს.” წესით, “ნაცებმა” უნდა შეწყვიტონ პროცესი, თორემ შესაძლებელია, ყველა უბნის გადათვლის შემდეგ არცერთი ხმა აღარ დარჩეთ“, – წერს Facebook- ზე გაბრიჭიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები