დავით დარჩიაშვილი: მიშასთვის დასავლელ მეგობრებს ურჩევიათ, საქართველოში არ ჩახვიდეო, ზუსტად მასე ურჩიეს 2008 წელს – არაფერი გაეკეთებინა

“სქოლასტიზმი ქართულად: თურმე, მიშასათვის დასავლელ მეგობრებს ურჩევიათ, საქართველოში არ ჩახვიდეო. და ამიტომ, რაც  უნდა მოუვიდეს, პასუხისმგებლობა დასავლეთში აღარავისზე იქნებაო. ზუსტად მასე ურჩიეს მიშას 2008 წლის აგვისტოში – არაფერი გაეკეთებინა”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი წევრი “ნაცმოძრაობიდან”, დავით დარჩიაშვილი სოცქსელში წერს.

დარჩიაშვილის განცხადებით, დასავლეთს სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით “გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია”, ვიდრე რჩევების გაცემაა.

“სქოლასტიზმი ქართულად: თურმე, მიშასათვის დასავლელ მეგობრებს ურჩევიათ, საქართველოში არ ჩახვიდეო. და ამიტომ, რაც  უნდა მოუვიდეს, პასუხისმგებლობა დასავლეთში აღარავისზე იქნებაო. ზუსტად მასე ურჩიეს მიშას 2008 წლის აგვისტოში – არაფერი გაეკეთებინა. არა და, ადგილზე ვითარება დრამატულად იცვლებოდა – ავნევი და ნული იცლებოდა, კოკოითი ქურთა-თამარაშენის “გაწმენდას” იქადნიდა, როკის გვირაბში კი კოლონა იყო შემოსული. და რა, საქართველომ დაიწყო ომი?! აბსოლუტურად სწორი ანალოგი მგონია – რჩევას ყოველთვის ვერ მოუსმენ, მით უმეტეს, თუ ეროვნული იდენტობა და ინტერესი, ისევე როგორც არჩევნების სამართლიანობა რამეს ნიშნავს! მაშინ, 2008-ში, დასავლეთმა იგრძნო საკუთარი პასუხისმგებლობაც და გააკეთა, რაც შეძლო. ახლა მეტი, გაცილებით მეტი შეუძლია ამ სიტუაციაში და რა – რჩევა არ დამიჯერა და მე რა შუაში ვარო, უნდა თქვას? ასე ჰგონიათ რომის პაპზე უფრო კათოლიკეებს, რაც არის სქოლასტიზმი ქართულად!”, – წერს დარჩიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები