ელისო ბოლქვაძე იუნესკო-ს ამბასადორიალზე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე პარიზში, იუნესკო-ს გენერალური დირექტორის, ოდრე აზულეს მიწვევით, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩების ამბასადორიალს ესწრება.

პარლამენტის ინფორმაციით, ამბასადორიალზე ელისო ბოლქვაძე მშვიდობის ელჩად მეორე ვადით აირჩიეს. იუნესკო-ს ამბასადორიალის ფარგლებში, ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო ასამბლეაზე, სადაც განიხილეს საზოგადოებაში ხელოვნების და კულტურის როლის მნიშვნელობა, კულტურული დიალოგი – მშვიდობის და ჰარმონიის მთავარი გზავნილი კაცობრიობას .

ასამბლეაზე ასევე ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები და ოკეანის დაცვა. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯომარე, იუნესკო-ს მშვიდობის ელჩი ზ ელისო ბოლქვაძე ამბასადორიალის ფარგლებში პარიზში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც საქართველოს, როგორც იუნესკო-ს ღირებულებების გამზიარებელი ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები