მაჭარაშვილი – სააკაშვილის შიმშილობაზე: ამ ყველაფერის მიზანი არჩევნების მეორე ტურამდე მათ მხარდამჭერებში მოტივაციის აწევაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შიმშილობის მიზანი მხარდამჭერებში მოტივაციის ამაღლებაა.

მისი თქმით, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის უფლებაა.

„ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სააკაშვილი არის პატიმარი და თუ მან პროტესტის ფორმად შიმშილობა არჩია, ეს არის მისი უფლება. სამედიცინო ჯგუფი უზრუნველყოფს იმას, რომ მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. ამ ყველაფერის მიზანია, არჩევნების მეორე ტურამდე, მათ მხარდამჭერებში მოტივაციის აწევა. 28 დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილთან ასზე მეტი ვიზიტი განხორციელდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, არცერთ ადამიანს ფორმალურადაც არ აღუნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც მეგობრისთვის შიმშილობის შეწყვეტა ერჩია და მას პროტესტის სხვა ფორმა აერჩია. ეს კიდევ ერთ-ერთი ნიშანია იმის, რომ ამ ძალისთვის ადამიანი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი ღირებულებას არ წარმოადგენს. ჩანს, რომ მათ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა კი არ აინტერესებთ, არამედ ის ფორმა, რომ სააკაშვილმა ეს ყველაფერი როგორმე გააგრძელოს და სპეკულაციები გამოიყენოს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები