გურამ მაჭარაშვილი – არჩევნების მეორე ტურზე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს დაგვიჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, 20 საარჩევნო ოლქში მეორე ტური რომ ტარდება, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რადგან საარჩევნო ბარიერი 50 პროცენტამდე თავად ასწიეს.

როგორც ჟურნალისტებს მაჭარაშვილმა განუცხადა, 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ადასტურებს, რომ არჩევნების არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და ხელისუფლებას მყარი მოლოდინი აქვს, რომ ვინც მხარი არ დაუჭირა პირველ ტურში, საზოგადოება სწორ არჩევანს მეორე ტურში გააკეთებს.

„ქართულმა ოცნებამ“ 2 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საკრებულოების აბსოლუტურ უმრავლესობაში უმრავლესობა გვაქვს, დანარჩენ 20 მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ პოლიტიკა უზრუნველყოფს იმას, რომ საზოგადოების უმრავლესობა მხარს დაუჭერს მმართველი გუნდის კანდიდატებს და 30 ოქტომბერს საბოლოოდ დამაგვირგვინებლად გაფორმდება „ქართული ოცნების“ გამარჯვება, რის შემდეგაც გაგრძელდება ქვეყნის განვითარება და საშინაო და საგარეო პოლიტიკის გააქტიურება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები