SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შეფასებისას, რომელიც ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა.

მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ ინდექსში.

„საქართველო მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა და დააფიქსირა ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აღნიშნული ინდექსის მიხედვით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ინდექსი მრავალმხრივია და მოიცავს ბევრ კრიტერიუმს. დაჯგუფებულია ხუთი ფაქტორის მიხედვით, როგორიც არის: კორუფციის კონტროლი, ფინანსური სტაბილურობა, ბიზნესგარემო, ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო სერვისები, რომელიც თავის მხრივ, იშლება ქვეკრიტერიუმებად და მაჩვენებლებად.

ძალიან კარგია, რომ ქვეყანამ ამ მიმართულებით გააგრძელა ის ხაზი, რაც დადასტურდა რამდენიმე კვირის წინ. როგორც იცით, მსოფლიო ბანკის მხრიდან გამოქვეყნდა გლობალური მმართველობის ინდიკატორები და საქართველომ ისტორიული მაქსიმუმი აჩვენა, ისეთი მიმართულებით, როგორიცაა – რეგულირების ხარისხი, ასევე, კარგი მაჩვენებელი დააფიქსირა და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისითაც. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის, რომ ქვეყანა ამ მაჩვენებლით ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.

მსოფლიოს და ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანას უსწრებს და მოტივაციას აძლევს ქვეყანას, სახელმწიფოს, მთავრობას, რომ ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე, გააძლიეროს ეს მიმართულება და საბოლოო ჯამში, შემდგომ პერიოდშიც, მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდეს საერთაშორისო მასშტაბით მთავრობის ეფექტიანობის კუთხით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები