თამთა მეგრელიშვილი: ვასილ ურუშაძეს ნიკანორ მელიამ გაწეული ღვაწლისთვის „ჩრდილოვან კაბინეტში“ თანამდებობაც მოუმზადა

„ვასილ ურუშაძე და პლატფორმა 20/20, რომელიც როგორც 2020, ასევე 2021 წლებში გამოირჩეოდა არჩევნების მადისკრედიტებელი კამპანიის წარმოებით, პირდაპირ დაკავშირებული არიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან”, – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი მელიას მხრიდან ვასილ ურუშაძის კანდიდატურის წარდგენის ფაქტს.

მისი თქმით, ურუშაძეს ორგანიზაციის დაფინანსების საკითხი კითხვებს აჩენს.

„მას საარჩევნოდ გაწეული ღვაწლისთვის „ჩრდილოვან კაბინეტში“ თანამდებობაც მოუმზადა ნიკანორ მელიამ. ფაქტია, ამით ვასილ ურუშაძე ოფიციალურად დასახელდა ოპოზიციური პარტიის გუნდის წევრად. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ვინ აფინანსებდა და აფინანსებს პროექტს „ხმის მცველი”?! იქნებ დადგა დრო პლატფორმა 20/20-მა საჯაროდ წარმოადგინოს დაფინანსების წყარო?! „ნაციონალური მოძრაობის” ერთიანი ბიუჯეტირების კვალს, ნეტა, ვისკენ მივყავართ?!“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ამავე საკითხზე, დღეს ბრიფინგი ჩატარდა „ქართულ ოცნებაში“. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ პლატფორმა 20/20-ისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირის დადასტურების გამო, შესაძლოა, მათი საქმიანობა განხილული იყოს, როგორც უკანონო შემოწირულობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები