გია გაბრიჭიძე – ხაზარაძეზე: დავიჯერო, მისთვის იმდენად ძვირფასია მელიას კაბინეტში ვიცემერობის კანდიდატად ყოფნა, რომ ბელადის წინააღმდეგ ვერ მიდის?

,,კომკავშირლების ლიდერმა ხაზარაძემ თავის ზონდერებთან ერთად სააკაძის მოედანზე შეკრებილ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს პროვოკაცია მოუწყო, ხოლო თავად “ვიცემერობის” კანდიდატმა მერაბ კოსტავას ხელი დაარტყა”, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი, გია გაბრიჭიძე მამუკა ხაზარაძეზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ,,გეპეიში’’ კომკავშირის მდივნობის დროს მერაბ კოსტავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გაბრიჭიძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია მამუკა ხაზარაძის მოქმედება, რადგან მან ,,ასავალ დასავალს’’ ამ საკითხზე სამართლებრივი დავა მოუგო, მიხეილ სააკაშვილს კი იგივე ბრალდებაზე არ გამოეხმაურა.

,,ამ რამდენიმე წლის წინ გაზეთმა “ასავალ დასავალმა”, რომელიც ბეჭდური მედიის ერთ-ერთი ფლაგმანია და რომელსაც “ნაცრეჟიმი” თავის უცხოელ ლობისტებთან ერთად გამუდმებით თავს ესხმოდა (საბედნიეროდ როგორც იტყვიან ხოლმე “მკვდარი ბუზიც ვერ დაახატეს”), მელიას ჩრდილოვანი მერიის მაღალჩინოსან მამუკა ხაზარაძესთან სასამართლო დავა წააგო იმ პუბლიკაციის გამო, რომელშიც თვითმხილველებზე დაყრდნობით ეწერა, რომ ,,გეპეი”-ს კომკავშირლების ლიდერმა ხაზარაძემ თავის ზონდერებთან ერთად სააკაძის მოედანზე შეკრებილ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს პროვოკაცია მოუწყო, ხოლო თავად “ვიცემერობის” კანდიდატმა მერაბ კოსტავას ხელი დაარტყა (ეს ამბავი ჩემი თაობის ხალხს კარგად გვახსოვს).
საინტერესოა, თუ რატომ არ უჩივის მამუკა ხაზარაძე “განუბაჟებელ მაწანწალა არაჟან” მიხეილ სააკაშვილს მისი ანალოგიური განცხადების გამო?
დავიჯერო მისთვის იმდენად ძვირფასია მელიას კაბინეტში ვიცემერობის კანდიდატად ყოფნა, რომ ბელადის წინააღმდეგ ვერ მიდის, თუ იცის, რაც აქვს ნაჭამი და ამ თემის გაცოცხლებას ვერ ბედავს?’’, – წერს გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები