ლევან ნიკოლეიშვილი: მამუკა ხაზარაძე ამბობს, სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და იმიტომაც ზის ციხეშიო და პეტიციაზე ხელისმოწერა იჩქარეთ, თუ „მერის ახალი მოადგილის“ წარდგენა?

,,აი, ჩრდილოვანი კაბინეტი კი უფრო შორს წავიდა – თბილისის „მერის მომავალი მოადგილე“ აცხადებს, რომ ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშიაო, სააკაშვილზე ამბობს – „მომავალი მერის“ პარტიის ლიდერზე. მელიას წარდგენილი ხაზარაძე ამბობს “ნაცების” ბელადზე!’’, – ასე პასუხობს ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ Palitra News’- ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ პრეზიდენტით დაწყებული, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშია.

,,ჩრდილოვანი კაბინეტი კარგია, იქ წარდგენილი „მსოფლიო დონის პოლიტიკოსები“ ერთმანეთზე „უკეთესი,“ მაგრამ ერთი უცნაურობა (?!) მაინც შეინიშნება: შალიკოს ფანჩატური გახსოვთ, ალბათ. თავის დროზე ერთმანეთის მაგინებელი, დამჭერ, შეურაცხმყოფელი, პრორუსები, პროდასავლეთელები, პროაფრიკელები, ხალხი ერთად რომ ისხდა და ქვეყნის დაქცევაზე ყაყანებდნენ. თან ამას ქვეყნის “მომავალზე მსჯელობას” რომ უწოდებდნენ.
აი, ჩრდილოვანი კაბინეტი კი უფრო შორს წავიდა – თბილისის „მერის მომავალი მოადგილე“ აცხადებს, რომ ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშიაო. სააკაშვილზე ამბობს – „მომავალი მერის“ პარტიის ლიდერზე, მელიას წარდგენილი ხაზარაძე ამბობს “ნაცების” ბელადზე! ახლა ასე ადვილად ხალხს რა დააბნევს, ან რა გააკვირვებს, ისეთი პოლიტიკური ველი, პარტიები და სუბიექტები გვყავს, მაგრამ აი, პეტიციაზე ხელმომწერების აზრია საინტერესო. მამუკა ხაზარაძე ამბობს, სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა და იმიტომაც ზის ციხეშიო და რა ვიცი, პეტიციაზე ხელისმოწერა იჩქარეთ, თუ „მერის ახალი მოადგილის“ წარდგენა? ბოლოს და ბოლოს კუბილიუსს რას ეუბნებით ხალხო?’’ – წერს facebook – ზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები