ვლადიმერ ბოჟაძე : რა მაცდური რამე ყოფილა ,,მერიობანას” თამაში

,,არარჩეული მერის მოადგილე, მამუკა ხაზარაძე განუბაჟებელ პრეზიდენტს დამნაშავედ მიიჩნევს და მისი პატიმრობის ლეგიტიმურობას აღიარებს!’’ – ასე პასუხობს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვლადიმერ ბოჟაძე Palitra News-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ხაზარაძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტით დაწყებული, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ყველა ციხეშია.

„ ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის წევრი და არარჩეული მერის მოადგილე, მამუკა ხაზარაძე განუბაჟებელ პრეზიდენტს დამნაშავედ მიიჩნევს და მისი პატიმრობის ლეგიტიმურობას აღიარებს! რა მაცდური რამე ყოფილა ,,მერიობანას” თამაში. ,,ლელოს” ლიდერს ახალი უფროსი ჰყავს, ნიკანორ მელია. ეჰ, მიშა, მიშა – როგორ ყველამ გაგწირა და გაგიმეტა”, – წერს facebook – ზე ვლადიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები