ირაკლი ღარიბაშვილი: მერაბიშვილის მოადგილე ზღულაძის მეუღლე, ბატონი გლუკსმანი გამოდის ყოველდღე ბრძნული რჩევებით, ჭკუას გვარიგებს, ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა? მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავების დრო არ დაბრუნდება

“ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც არის სააკაშვილის პირადი მეგობარი და ვანო მერაბიშვილის, ამ მჩაგვრელი ადამიანის დროს, მისი მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე და ზღულაძის მეუღლე, ბატონი გლუკსმანი გამოდის ყოველდღე ბრძნული რჩევებით, ჭკუას გვარიგებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ადამიანების არც რჩევა, არც მოწოდება საინტერესო არ არის.

„ჩემი პოზიცია იყო, რომ, რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს ამ ადამიანების არც რჩევა, არც მოწოდება. მე ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა? მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი, რომელიც გამოზარდეს და რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა, სააკაშვილმა, მელიამ და ყველამ, ამ ბანდამ, რომელიც აქ თარეშობდა სხვათა შორის. ერთი რამ მინდა, ვიცოდეთ. არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავების დრო ამ ქალაქში არ დაბრუნდება და ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება ეს მწამებელი კასტა”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები