კალაძის აზრით, ჟურნალისტები მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ სიძულვილის კამპანიას ორმაგი სტანდარტით უდგებიან

თბილის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ორმაგი სტანდარტია ის, როცა მისი ოჯახის წევრების მიმართ აგორებულ სიძულვილის კამპანიაზე ჟურნალისტებს პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ. როგორც მერმა აღნიშნა, ოპონენტები ცილს სწამებენ მის მეუღლეს, მშობლებს და მცირეწლოვანი ბავშვების ბანერებს წითელი საღებავიც კი შეასხეს.

„მე ხომ არ ვიგონებ ამას, აბსოლუტურად გულწრფელად გამოვხატავ გულისტკივილს. ჩართეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები და ნახეთ, რა ცილისწამება, რა ვიდეოკლიპები გადის და რა ენით საუბრობენ, როგორი შეურაცხყოფა გვესმის. დავანებოთ თავი იმას, რომ პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ აქაც ხომ რაღაც ზღვარი არსებობს და წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ? ცილს სწამებენ ჩემს მეუღლეს, დედას, მამას, მცირეწლოვანი ბავშვების ბანერებს წითელი საღებავი შეასხეს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ?!

მე რომ გამოვიდე და დავიწყო შეურაცხყოფების მიყენება ნიკა მელიას, გვარამიას ან ნებისმიერის ოჯახის წევრებზე, ეს ნორმალური და მისაღებია? ეს მოსწონს საზოგადოებას? თქვენ, ჟურნალისტები ამ ყველაფერს ხედავთ, აშუქებთ და რატომ არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა? ანუ, თუ ჩემ წინააღმდეგ აკეთებენ, კარგია, ტაში უნდა დავუკრათ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აკეთებენ, ეს როგორ შეიძლება. ასეთი დამოკიდებულება არ ვარგა, მეგობრებო. თუ ჩვენ არ გვექნება ერთნაირი მიდგომა და გვექნება ორმაგი სტანდარტი, რასაც პარტიული ტელევიზიები აკეთებენ, ეს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები