„ოპოზიციის მიერ დედაქალაქის „ჩრდილოვანი მთავრობის“ წარდგენა წინასაარჩევნო, იაფფასიანი პოპულიზმია“ – გიორგი ცუცქირიძე

ანალიტიკოს გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დედაქალაქის „ჩრდილოვანი მთავრობის“ წარდგენა წინასაარჩევნო იაფფასიანი პოპულიზმია. ამის შესახებ ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

„თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის ფინიშზე ოპოზიციამ, რეალურად კი ყოფილი ნაცგანაყოფებით გადმოწყობილმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კოალიციურ ფორმატში შეფუთული და 2 % „ლელოს“ არომატით, დედაქალაქის „ჩრდილოვანი მთავრობის“ პრეზენტაცია შემოგვთავაზა.

ახლა, მიუხედავად ამ პრეზენტაციის პომპეზური ხასიათისა, რასაც ოპოზიციის მხარდამჭერი პარტიული ტელევიზიები აპიარებდნენ, ამ “ჩრდილოვანი მთავრობის” და ვიცემერების პერსონალიებზე არც ღირს დროის დაკარგვა, რადგან თავად ეს იდეა პოლიტმარკეტინგის თვალსაზრისითაც წმინდა პოპულისტური და გაუმართავია.

რანაირად აპირებს ბატონი მელია, რომ, დავუშვათ და არჩევნების, მეორე ტურში გაიმარჯვოს, წარმოდგენილი „ფეისებით“ ქალაქის მთავრობის ფორმირებას, ეგ არის საკითხავი, რადგან თბილისის მთავრობას ამტკიცებს ქალაქის საკრებულო, სადაც უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” აქვს მოპოვებული?!

ეს მორიგი ინიციატივაც ისეთივე ბლეფი და წინასაარჩევნო იაფფასიანი პოპულიზმია, როგორც ამ დღეებში მელიას ბილბორდებზე გამოჩენა, უხვი დაპირებებით – დედაქალაქის პენსიონერებისათვის 100- ლარიანი დანამატით და საჯარო სკოლებში უფასო კვების დაპირებებით, მთავრობის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ამ ხარჯების მიზანშეწონილობას სულაც თავი რომ დავანებოთ?
ერთადერთი, ეს პიარსტრატეგია, არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, არა მუხტის ასაწევად და უკვე გამარჯვების იმიტირებაზეა აგებული, რაზეც არასწორი აქცენტები კეთდება, არამედ დედაქალაქის ფუნქციონირების პარალიზებაზე არის გათვლილი, რამაც მელიას არჩევის შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი უნდა გამოიწვიოს და ხელახალ არჩევნებამდე უნდა მიგვიყვანოს.

იმედია, ქართველი ამომრჩეველი არც ამ მორიგ „ნაცურ“ სატყუარაზე წამოეგება და არც ამ ბლეფს ჭამს“, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები