პაატა მანჯგალაძე: ჩრდილოვანი კაბინეტი ნამდვილად ევროპული პრეცედენტია

“ჩრდილოვანი კაბინეტი ნამდვილად ევროპული პრეცედენტი გახლავთ – პარტიის გამარჯვებამდე, პარტიები ასახელებენ იმ სავარაუდო გუნდს, რომელიც კონკრეტული დაპირების შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისში ოპოზიციას არჩევნების მეორე ტურში საკმაოდ რთული ამოცანა აქვს.

“ჩრდილოვანი კაბინეტი ნამდვილად ევროპული პრეცედენტი გახლავთ, რომ პარტიის გამარჯვებამდე პარტიები ასახელებენ იმ სავარაუდო გუნდს, რომელიც კონკრეტული დაპირების შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებს.
ეს არის ალტერნატიული მთავრობა ოპოზიციისგან, ვიდრე არჩევნებში საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწევს პარტია. შესაბამისად, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, საგანგაშოა ის, რომ ოპოზიციის გამარჯვებაში მმართველი პარტია რევოლუციურ შტაბს ხედავს. ეს უფრო საგანგაშოა, ვიდრე ის, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. რაც შეეხება თბილისს, მეორე ტურში უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ რთული ამოცანა აქვს ოპოზიციის კანდიდატს, რადგან დამატებით 60 000 ხმა სჭირდება, რასაც ძალიან დიდი მობილიზება და თანამშრომლობა სჭირდება ყველა განწყობის ოპოზიციურ ამომრჩეველთან”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები