გურამ მაჭარაშვილი: “ლელო” და “გირჩი” დღეიდან შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც “ნაცმოძრაობის” დანამატი

“ლელოს” და “გირჩის” გადაწყვეტილება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი გახდნენ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიერ წარდგენილ, თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტს.

რაც შეეხება პარტია “დროას”, მაჭარაშვილის თქმით, ის სერიოზულად განსახილველი ორგანიზაცია არ არის.

“ვერ ისწავლა ოპოზიციამ, საზოგადოების გადაწყვეტილების შესაბამისად, დამოუკიდებელი ნიშა დაიკავონ ოპოზიციურ სპექტრში. 2020-სა და 2021- ის არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიციამ, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, დაკარგა მხარდაჭერა. ნაწილმა ისწავლა ჭკუა და მცდელობა აქვთ, დამოუკიდებლად ითამაშონ პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ “ლელოს” და “გირჩის” გადაწყვეტილება მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს. ახლა არა მხოლოდ ცალი ფეხით არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ დანამატი გახდნენ “ნაცმოძრაობის” და ეს საჯაროდ განაცხადეს. ამიტომ იმის შანსი, რომ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია მათგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდეს, პრაქტიკულად, ნულოვანია. არ მგონია, რომ “დროა” სერიოზულად განსახილველი ორგანიზაცია იყოს, “ლელო” და “გირჩი” დღეიდან შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დანამატი. როცა მათი დანამატი ხდები, იზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რაც ამ ორგანიზაციას გააჩნი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები