ზაალ ანჯაფარიძე: რა ბრჭყვიალა შეფუთვაც უნდა გაუკეთონ „კოალიციის“ თუ სხვა რამის სახით, ენმ-პროდუქტის შიგთავსი იგივეა და გვარიანად ყარს

“კოალიციად” წოდებული პროდუქტი რომ მალფუჭებადი და უხარისხოა, ამაზე მის სუბიექტთა ბიოგრაფიებიც მოწმობს და, რაც მთავარია, პირველ ტურში ნაჩვენები შედეგები, სადაც ისინი დამარცხდნენ, რადგანაც ხალხმა/ამომრჩეველმა ეს უვარგისი პროდუქტი არ იყიდა”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე.
მისი თქმით, ენმ-პროდუქტის შიგთავსი იგივეა, რა ბრჭყვიალა შეფუთვაც  უნდა გაუკეთონ „კოალიციის“ თუ სხვა რამის სახით.
„როდესაც რაიმე პროდუქტს ყიდულობთ, მით უმეტეს, პოლიტიკურ პროდუქტს, თუ ჭკვიანი მყიდველი ხართ, ყიდვამდე პროდუქტის შესახებ ინფორმაციას მოიძიებთ, ან ყიდვის დროს მაინც შეამოწმებთ ვარგისიანობასა და ხარისხზე.
მოდით, შევამოწმოთ ამ კუთხით მელიას მიერ დიდის ამბით გამოცხადებული თბილისის  „მრავალპატიული კოალიცია.“ ვინ შედიან იქ?! როგორც უკვე შეამჩნია ხალხმა, ისევ და ისევ “ნაცმოძრაობის” გამონაყოფები. ხოშტარია, ჯაფარიძე “ნაცმოძრაობას” წარმოადგენდნენ. ხაზარაძე რომ მათი სატელიტი გახდა, ამას უკვე მტკიცებაც აღარ სჭირდება. და ეს პროდასავლურობაზე პრეტენზიის მქონე „კოალიცია“ იხუტებს ასევე „ნაცური ფესვების“ მქონე პუტინის ფავორიტ ნინო ურეიტინგო ბურჯანაძეს.
ეს “კოალიციად” წოდებული პროდუქტი, რომ მალფუჭებადი და უხარისხოა, ამაზე მის სუბიექტთა ბიოგრაფიებიც მოწმობს და, რაც მთავარია, პირველ ტურში ნაჩვენები შედეგები, სადაც ისინი დამარცხდნენ, რადგანაც ხალხმა/ამომრჩეველმა ეს უვარგისი პროდუქტი არ იყიდა.
ასე რომ, რა ბრჭყვიალა შეფუთვაც  უნდა გაუკეთონ „კოალიციის“ თუ სხვა რამის სახით, ამ ენმ-პროდუქტის შიგთავსი იგივეა და მე თუ მკითხავთ, გვარიანად ყარს!”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები