ლევან ნიკოლეიშვილი – მამუკა ხაზარაძეზე: როგორც იქნა, აღიარეს “ნაციონალებმა”, თუმცა, ეს სიყვარული და აღიარება გუშინ არ დაწყებულა, მას ჯერ კიდევ სააკაშვილი აღიარებდა და ახასიათებდა

,,გუშინ მელიამ მამუკა ხაზარაძე თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციაზე მერის მოადგილედ წარადგინა: უნდა გენახათ, რა გახარებული იყო “ლელო”-ს ლიდერი. გეგონება, მართლა მერის მოადგილედ დანიშნეს”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი მელიას გამარჯვების შემთხვევაში მამუკა ხაზარაძის მერის მოადგილედ წარდგენას და მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც ის მამუკა ხაზარაძეზე ამბობს, რომ – ვერაფერი ვერ ისწავლა ცხოვრებაში და ყოველთვის არასწორ მხარეს ჩნდება და იხსენებს ხაზარაძის “გეპეის” კომკავშირის მდივნობის დროს მომხდარ ფაქტს, როდესაც ის “გეპეიდან” გამოვარდა და ციხიდან გამოსულ მერაბ კოსტავას პალტო შემოახია.

,,გუშინ მელიამ მამუკა ხაზარაძე თავისი ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაციაზე მერის მოადგილედ წარადგინა: უნდა გენახათ რა გახარებული იყო “ლელო”-ს ლიდერი. გეგონება, მართლა მერის მოადგილედ დანიშნეს, როგორც იქნა, აღიარეს “ნაციონალებმა”, თუმცა, ეს სიყვარული და აღიარება გუშინ არ დაწყებულა, მას ჯერ კიდევ სააკაშვილი აღიარებდა და ახასიათებდა. ისე, ცალკე ნიკანორი და ცალკე მამუკა ხაზარაძე ცოტა თავშეკავებულები თუ იქნებიან ცუდი არ იქნება- ბელადი სააკაშვილი, მათ გამო შემოიპარა, დაიჭირეს, ციხეში ზის, შიმშილობს და ესენი არც კი ეკითხებიან არაფერს, დავიჯერო ეს უდიდესი საკადრო გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებულია? ბოლოს და ბოლოს მიშასთვისაც მიეცათ ერთი თანამდებობა, კაცი ციხეში დაჯდა და ჩრდილოვან კაბინეტში ვერ დაჯდებოდა? გაუხარდებოდა მაინც! ეს არის თქვენი სოლიდარობა? ტუსაღ ბელადს კი დრო და დრო წამოსცდება ხოლმე, ვინ ვინ არის!’’, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები