გია აბაშიძე: ანა დოლიძის მძღოლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილია სააკაშვილის ადეპტის ეკა ხერხეულიძის ძმა

„ის, რაც იურისტმა ანა დოლიძემ იკადრა და უაპელაციოდ დაადანაშაულა ხელისუფლება მის მძღოლზე თავდასხმის წაქეზებაში, არ ჯდება პოლიტიკოსის არცერთ სტანდარტში. ეს არის იაფფასიანი პოლიტიკანობა, რაც ახასიათებს სააკაშვილის დესტრუქციულ სექტას“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებას, რომლის თანახმად მის მძღოლს 19 ოქტომბრის ღამით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ოპოზიციურ ფლანგზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ უნდა გააკეთო უპასუხისმგებლო, გადაუმოწმებელი განცხადებების ტირაჟირება. ეს სამარცხვინო „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების მახინჯი სტილია. ევროატლანტიკურ სივრცეში, სადაც ქალბატონ ანა დოლიძესაც სურს საქართველოს გაწევრიანება, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები ასე არ იქცევიან.

საქართველოს პოლიცია რომ მოწოდების სიმაღლეზეა, მხოლოდ ბოროტი სექტანტები ვერ ხედავენ. საქმე აღძრულია ორი მუხლით (ძალადობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით). ირკვევა, რომ ანა დოლიძის მძღოლზე თავდასხმაში ეჭვმიტანილია სააკაშვილის ადეპტის, ეკა ხერხეულიძის ძმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფიზიკური დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. შესაძლოა, ანა დოლიძე ქუჩის „შპანაში“ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგს გულისხმობდა და ფაქტის კომენტირებისას, აღელვებულმა ხელისუფლებას დააბრალა“, – წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ 19 ოქტომბერს, ღამით, ორთაჭალაში მის მძღოლს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დოლიძის ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

„ჯგუფი ახალგაზრდების თავს დაესხა ჩემს თანამშრომელს, ჩემს მძღოლს, ასაკოვან ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ხელში ბრუნდებოდა ჩვენს მანქანასთან. ერთადერთი, რამაც ისინი გააჩერა იყვნენ გამვლელი მოქალაქეები, რომლებმაც შეაჩერეს ეს ბიჭები. მან მიიღო დაზიანებები თავში, მუცლის არეში. არის დაუსჯელობის სინდრომი, იმიტომ, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ეს ქუჩის შპანა სჭირდება სათავისო მიზნებისთვის“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები