ლევან ნიკოლეიშვილი: ანა დოლიძის მძღოლს ჯერ მანქანა დაუზიანა და მერე კი სცემა ეკა ხერხეულიძის ძმიშვილმა

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მის მძღოლს 19 ოქტომბრის ღამით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„არიქა, ატყდა ერთი ამბავი, განგაშის ზარები შემოვკრათ: ანა დოლიძის, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რასაც ქალბატონი ანა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო. ირკვევა, რომ „მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსის“ ანა დოლიძის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდა, ჯერ მანქანა დაუზიანა და მერე კი სცემა ეკა ხერხეულიძის ძმისშვილმა! კი, ნამდვილად „განგაშის ზარები“ უნდა შემოვკრათ, „ნაციონალები“ ჯერ ხელისუფლებაში არ დაბრუნებულან (და ვერც დაბრუნდებიან!) და უკვე დაიწყეს ქუჩაში ანგარიშსწორება?! მგონი ჯერ პატარ-პატარა პარტუკების (როგორც სააკაშვილი ეძახდა!) მძღოლებით დაიწყეს და მერე რას იზამენ, ლიდერებს მიადგებიან?!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ 19 ოქტომბერს, ღამით, ორთაჭალაში მის მძღოლს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დოლიძის ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

„ჯგუფი ახალგაზრდების თავს დაესხა ჩემს თანამშრომელს, ჩემს მძღოლს, ასაკოვან ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ხელში ბრუნდებოდა ჩვენს მანქანასთან. ერთადერთი, რამაც ისინი გააჩერა იყვნენ გამვლელი მოქალაქეები, რომლებმაც შეაჩერეს ეს ბიჭები. მან მიიღო დაზიანებები თავში, მუცლის არეში. არის დაუსჯელობის სინდრომი, იმიტომ, რომ არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლებას ეს ქუჩის შპანა სჭირდება სათავისო მიზნებისთვის“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები