ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძის დასახელებას ეხმაურება 

ბანკის გაკოტრებაში და ხალხის გაკოტრებაში ბრალდებულ 2 თაღლითს თანამდებობები გადაუნაწილებიათ, – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვლადიმერ ბოჟაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძის დასახელებას.

„ბანკის გაკოტრებაში და ხალხის გაკოტრებაში ბრალდებულ 2 თაღლითს თანამდებობები გადაუნაწილებიათ. ერთს თბილისის მერობა უნდა და მეორეს ვიცე-მერობა“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ცნობისთვის, ნიკა მელიას განცხადებით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერის მოადგილეები მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე იქნებიან. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენისას განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები