ნათია თურნავა: ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც მართლმსაჯულება სასამართლო დარბაზში წყდება და არა – პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიის მიხედვით

პრემიერ-მინისტრის განცხადება აბსოლუტურად გულწრფელი და სწორი გზავნილია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ევროპარლამეტარების განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარის შეფასებისას.

ნათია თურნავას თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში მართლმსაჯულება არ წყდება ქუჩაში მიტინგის დროს ან პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიების მიხედვით, რაც შეიძლება, ცალკეულ პარლამენტარს ცალკეულ პოლიტიკოსთან მიმართებაში გააჩნდეს.

„მართლმსაჯულება სასამართლო დარბაზში წყდება და მე მგონია, ეს ყველასთვის მისაღებია. არ მგონია, აქ რამე კითხვის ნიშანი არსებობდეს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები