რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისფაქტზე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ადვოკატ ბექა ბასიალაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება გმირობის აქტია და არ შეიძლება “იდგეს საკითხი მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა”.
“ეს არის დასტური, ეს არის ” ქართული ოცნების” მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი. მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად, საიმისოდ, რომ “ოცნების” ხელისუფლებას, ამ ოლიგარქიულ ძალას არ ჰქონოდა პროვოკაციების საბაბი და არ მოეწყო დაპირისპირება ქართველ ხალხს შორის, აირჩია უმძიმესი, ურთულესი და გმირული გზა საქართველოში დასაბრუნებლად. და აქ არ შეიძლება იდგეს საკითხი მესაზღვრემ პასპორტი შეამოწმა თუ არა. არ შეიძლება იდგეს საკითხი შტამპი იქნა თუ არა ჩარტყმული. როდესაც ოლიგარქიული რეჟიმის მიერ დევნილი მესამე პრეზიდენტი ბრუნდება საქართველოში ეს არის გმირობის აქტი და ზვიად გამსახურდიას გზის გაგრძელება და მადლობა “ქართულ ოცნებას”, რომ ეს ასახეს დოკუმენტალურად”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე წარუდგინა.