ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ძალიან გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც კარგად იცის, როგორც შეიძლება ნატო-სა და საქართველოს პარტნიორობის გაძლიერება.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა მინისტერიალამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო რჩება ნატო-სთვის ძალიან ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორად. ჩემი სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ძალიან გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს ნატო და, ასევე, როგორ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება საქართველოსთან, როგორ ვიმუშაოთ მჭიდროდ ქვეყნებთან რეგიონში. მე მას ვიცნობ, როგორც ძალიან მცოდნე დიპლომატს, რომელსაც შეუძლია იმ ძალისხმევის მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც ნატო ახორციელებს ამ რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება, თუ როგორ შეგვიძლია – უზრუნველვყოთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. მე ველოდები ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მუშაობას ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში 21-22 ოქტომბერს გაიმართება.