ირაკლი კობახიძე: არჩევნების პირველი ტურის წინ მელია სამარცხვინოდ გაექცა დებატებს, ამ პირობებში მასთან დებატებში მეორედ დაჯდომა აზრს მოკლებულია
„დებატები უკვე გაიმართა არჩევნების პირველი ტურის ფარგლებში და ნიკანორ მელია მაშინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმითვე, კალაძის მიერ მელიასთან დებატებში მეორედ დაჯდომა აზრს მოკლებულია.
„დებატები უკვე გაიმართა პირველი ტურის ფარგლებში და ნიკანორ მელია მაშინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს. ბუნებრივია, მეორედ მასთან დებატებში დაჯდომა აზრს არის მოკლებული ამ პირობებში, როცა პირველი ტურის წინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.