ვლადიმერ ბოჟაძე – “ლელოსა” და “დროას” მემორანდუმზე: სულ ჩრდილში არ ხართ ისედაც?
,,მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო – ,,დროამ” და ,,ლელომ” კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერესო, თბილისის ჩრდილოვან კაბინეტში საკვანძო პოზიციები გვექნებაო”, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ვლადიმერ ბოჟაძე პარტია ,,ლელოს’’ და ორგანიზაცია ,,დროას’’ ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას.
,,მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო. ,,დროამ” და ,,ლელომ” კოალიციური თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერესო, თბილისის ჩრდილოვან კაბინეტში საკვანძო პოზიციები გვექნებაო, სულ ჩრდილში არ ხართ ისედაც? 2021 წელი – ,,დროა” 10 262 ხმა 2.143% თბილისი, 10.859 ხმა 0.615% საქართველო, ,,ლელო” 17.373 ხმა 3.627 % თბილისი, 47.861 ხმა 2.71% საქართველო, ლელომ 1 წელში 12.851 ხმა დაკარგა. ესენი შეთანხმდნენ, ხალხო, ესენი’’ , – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.