თამარ გაბუნია – “ბუსტერ” დოზებში გამოყენებული იქნება Sinopharm-ი და Sinovac-იც”
“ბუსტერ დოზებში გამოყენებული იქნება Sinopharm-ი და Sinovac-იც”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ბუსტერ” დოზის შემთხვევაში, მხოლოდ AstraZeneca-ს გამოყენება არ ხდება.
“ბუსტერ დოზებში გამოყენებული იქნება Sinopharm-ი და Sinovac-იც. მოქალაქე, რომელიც აიცრა Sinopharm-ის ორი დოზით და მას სურვილი აქვს, აიცრას ისევ Sinopharm-ის მესამე დოზით, ბუსტერისთვის გამოყენებული იქნება Sinopharm-ის მესამე დოზა. იგივე ვრცელდება Sinovac-ზეც, თუმცა, მოქალაქეს, რომელიც აცრილია ჩინური ვაქცინებით, შეუძლია აიცრას Pfizer-ის მესამე ბუსტერ დოზით.
მხოლოდ AstraZeneca-ს გამოყენება არ ხდება ბუსტერის შემთხვევაში, მაგრამ Pfizer-ის, Sinopharm-ის და Sinovac-ის გამოყენება ხდება და მოქალაქეს შეუძლია არჩევანი გააკეთოს სამედიცინო პერსონალთან კონსულტაციით, რომელი ვაქცინით აიცრას. მათთვის, ჯერჯერობით, “ბუსტერ” დოზის აუცილებლობა კლინიკური საჭიროებიდან და პანდემიური საჭიროებიდან გამომდინარე, დაბალია, ამდენად, ზედმეტი ვაქცინაცია, როდესაც პრობლემა გვაქვს ერთი დოზით აცრასთან დაკავშირებით, ბევრი მოქალაქე ამ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს, რა თქმა უნდა, თუ საჭირო არ არის, ვერ მივუთითებთ”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.