ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი ხვალ მიიღებს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი ხვალ მიიღებს.
ხვალ ჩანიშნულია პლენარული სხდომა, სადაც განხილვის ერთ-ერთი საკითხი ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება იქნება. ნიკა მელიას მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ მას მანდატი შეუწყდეს. პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ნიკა მელიამ თავად მიმართა.