გიორგი ვოლსკი: როდესაც არის ეუთო/ოდირის განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, კონკურენტულ გარემოში, ეს ყველასთვის კანონი უნდა იყოს
როდესაც არის ეუთო/ოდირის განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, კონკურენტულ გარემოში, ეს ყველასთვის კანონი უნდა იყოს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„როგორც დავინახეთ, ეს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის არ იყო კანონი და ვფიქრობ, მომავალშიც საამისოდ ემზადებიან.
მაქვს მოლოდინი, რომ არ აღიარებენ (ეუთო/ოდირის დასკვნას) და შეეცდებიან, რომ დესტაბილიზაცია შექმნან საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.