ვატო შაქარიშვილი: ოპოზიციისთვის ევროპარლამენტარების აზრი სავალდებულოა მაშინ, როდესაც “ოცნებას” აკრიტიკებენ, მაგრამ მიუღებელია თუ მათ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ

საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვატო შაქარიშვილმა პალიტრა ნიუსის ეთერში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასა.

დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, ოპოზიცია არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას. ისინი აბსოლუტურად აცდენილები არიან მოსახლეობის ინტერესებს და მათი ერთადერთი მიზანი პოსტ-საარჩევნო პერიოდისთვის მზადებაა. „სიახლე არ იქნება, თუ ისინი ეცდებიან სიტუაციის არევას, დესტაბილიზაციას. რა თქმა უნდა, ამ სცენარის ნაწილი საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის საკითხიცაა“, – აღნიშნავს შაქარიშვილი.

დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მოსახლეობა ხელისუფლების მხრიდან მკაფიო და ადეკვატურ რეაქციას ელოდება.

„როგორც ჩანს, მათ ავიწყდებათ, რომ მათი ვალდებულება სააკაშვილის აქ ჩამოყვანა და მართლმსაჯულების წინაშე დაყენება იმ დანაშაულებისთვის, რაც მას ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე აქვს ჩადენილი“, – აცხადებს შაქარიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, სახეზეა ორმაგი სტანდარტი, რომელიც საზოგადოებამ ევროპარლამენტარების განცხადებების შეფასებების სახით იხილა და რომლებიც ოპოზიციას პირადი ინტერესების ნაცვლად ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებენ. „ოპოზიციისთვის ევროპარლამენტარების აზრი სავალდებულოა მაშინ, როდესაც ოცნებას აკრიტიკებენ, მაგრამ მიუღებელია თუ მათ კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებენ“, – აღნიშნავს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები