მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა და ჯანმო-მ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი გადასცა

მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს 300 სამედიცინო მაცივარი და სპეციალიზებული ვაქცინაციის ავტომობილი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს COVID-19 პანდემიასთან გასამკლავებლად და მასობრივი ვაქცინაციის მხარდასაჭერად, მათ შორის, ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის.
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროგრამების მიმართულების და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა პირებმა ვაქცინების, ექსპედიციისა და ცივი ჯაჭვის სამმართველოს საწყობი დაათვალიერეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები