“აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავამარცხებთ, ოქტომბრიდან უნდა გაიხსნას სკოლები, ბავშვებს განათლება სჭირდებათ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გარეშე კორონავირუსის დამარცხება შეუძლებელია.

მისივე თქმით, “ოქტომბრიდან უნდა გაიხსნას სკოლები, ბავშვებს განათლება სჭირდებათ”, ამიტომ, ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია რეგულაციების სათანადოდ დაცვა.

“მალე, ერთ კვირაში დავიწყებთ დამატებით გრიპის ვაქცინაციას, რადგან გრიპი დაახლოებით ნოემბერში გამოჩნდება. თუმცა, მთავარი დღეს არის კოვიდი. დღესაც 38 ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა კორონავირუსმა. მართალია, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ 95 პროცენტზე ავიყვანთ (დღეს 43 პროცენტია), მარტო პირბადით ჩვენ დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. აცრის გარეშე ვერ დავამარცხებთ პანდემიას. ოქტომბრიდან უნდა გაიხსნას სკოლები, აუცილებელია სკოლების გახსნა, ბავშვებს განათლება სჭირდებათ. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ“, – ამირან გამყრელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები