გიორგი წიკლაური: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდება ერთ-ერთი წარმატებული რეგიონში

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თეთრიწყაროს ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – გიორგი წიკლაური სოფელ ასურეთის, ენაგეთისა და შავსაყდარის მაჟორიტარობის კანდიდატ თინა აღდგომელაშვილთან ერთად აღნიშნული სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრები გრძელდება კარდაკარის პრინციპით.
“მე გპირდებით, რომ ,,ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გახდება ერთ-ერთი წარმატებული რეგიონში.
ვგრძნობ თქვენს სრულ მხარდაჭერას და მჯერა, ,,ქართული ოცნება“ პირველივე ტურში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას”, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები