შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ ამ არჩევნებს აგებს და ცდილობს, პროვოკაციებით გამოიწვიოს არეულობა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ ის ამ არჩევნებს აგებს, ასევე, ვიცით, რომ მათ საარჩევნო არანაირი კამპანია არ აქვთ და ერთადერთი იმედი რჩებათ, რომ როგორმე ასეთი პროვოკაციებით გამოიწვიონ არეულობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ნიკანორ მელიას მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე თავად არის ამ პროვოკაციების თავი. ვნახეთ პირდაპირ, ევროკავშირის ოფისის წინ როგორ თავხედურად მივიდა მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებდა და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ეს იყო პროვოკაციის კლასიკური მაგალითი. აქ მნიშვნელოვანია რომ ამაზე ევროკავშირსაც შესაბამისი რეაქცია ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები