ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მომხდარზე: ეს არის „ნაცმოძრაობის” მუდმივი პროვოკაციებისა და ყაჩაღური საქციელის ნათელი დემონსტრირება

“გასაკვირი არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამგვარად იქცევა, პარტიის წევრები მის მაგალითს მიჰყვებიან”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ოფისთან ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას.

ნიკოლოზ სამხარაძე იმედოვნებს, რომ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩო დღევანდელ ფაქტს თავიანთ განცხადებებში მკაცრად დაგმობენ.

„ეს არის ,,ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი პროვოკაციებისა და ბანდიტური საქციელის ნათელი დემონსტრირება მთელს საქართველოში. გასაკვირი არ არის, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამგვარად იქცევა, პარტიის წევრები მის მაგალითს მიჰყვებიან. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ევროკავშირის საელჩო და საქართველოში აშშ-ის საელჩო ამ ფაქტს თავიანთ განცხადებებში მკაცრად დაგმობენ“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე “ტვიტერში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები