“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ
“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ.
მათი თქმით, ისინი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას – დატოვონ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის მიმდებარე ტერიტორია – ითვალისწინებენ.
შეგახსენებთ, რომ, ამ წუთებში, ევროკავშირის ოფისში მიმდინარეობს ნიკა მელიასა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მივიდნენ. თავის მხრივ, ადგილზე მივიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც. ტერიტორიაზე პოლიცია მობილიზდა.