გია აბაშიძე – ნიკა მელიაზე: ჩვეული, აგრესიული ხულიგნობით იქცეოდა, ასე იცის მწარე ფიასკოს მოლოდინმა

“სააკაშვილის რადიკალური პარტიის ნომინალური თავმჯდომარე, ნიკანორ მელია ისე გათავხედდა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დაუპირისპირდა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ვაკეში”, – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი, გია აბაშიძე წერს.

„ნაცსექტის „ნოუ-ჰაუ“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში – მარტო ჩემი „სიმართლეა“, სხვისი არა! კობახიძეს არ დაასრულებინა მედიასთან ურთიერთობა, ჩვეული, აგრესიული ხულიგნობით იქცეოდა.

ასე იცის მწარე ფიასკოს მოლოდინმა, სააკაშვილის გავეშებული რადიკალებისთვის საზოგადოებრივი ვერდიქტის გამოტანამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა“, – წერს გია აბაშიძე.

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები