ქუთაისის მერიის ინიციატივით, მეთორმეტეკლასელებს ოთხ სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადება დაუფინანსდებათ

ქუთაისის მერია აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამას სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის. მერიის ინიციატივით, მეთორმეტეკლასელებს ოთხ სასკოლო საგანში სააბიტურიენტო მომზადება დაუფინანსდებათ. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუთაისის მერის მოადგილე, ირაკლი ქარქაშაძე პროექტის მეორე ეტაპის მონაწილეებსა და მათ მშობლებს შეხვდა.

” ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის მარტიდან დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი მეთორმეტე კლასელებისთვის, დაინტერესება დიდი იყო.
პროგრამის მონაწილეთა უმრავლესობამ, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ. ამიტომაც, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ეს პროექტი და დავეხმაროთ სწავლის მსურველ ახალგაზრდებს, სათანადოდ მოემზადონ სასკოლო საგნებში”, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები