სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით, ასევე, ქვეითად უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.

“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები