ბიძინა კულუმბეგოვი: კოვიდის პირისპირ დაცვის გარეშე ადამიანების დატოვება არის ბარბაროსული გზა, სადაც სიკვდილობის მაჩვენებელი არის 10-11-ჯერ მეტი, ვიდრე – აცრილებში
“უშუალოდ კოვიდის პირისპირ დაცვის გარეშე ადამიანების დატოვება – ეს არის სწორედ ბარბაროსული გზა, სადაც სიკვდილობის მაჩვენებელი არის 10-11-ჯერ მეტი, ვიდრე აცრილებში”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “დღის კურიერის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
კულუმბეგოვმა ვაქცინაციის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა.
“მე, ნახევრად ირონიითა და ნახევრად სიმართლით, ამაზე პასუხი გავეცი ჩემს სოციალურ ქსელში და ვთქვი, რომ კოვიდგადატანის შემდგომ შესაძლოა, იყოს კარგი იმუნური დაცვა და ამაში უცხო არაფერია, მაგრამ თუ გადავურჩით ამ ინფექციას. ამით იმის თქმა მინდა, რომ უშუალოდ კოვიდის პირისპირ დაცვის გარეშე ადამიანების დატოვება – ეს არის სწორედ ბარბაროსული გზა, სადაც სიკვდილობის მაჩვენებელი არის 10-11-ჯერ მეტი, ვიდრე – აცრილებში. “კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არ უნდა ავიცრათ და ყველა ვირუსის გადატანის იმედად უნდა ვიყოთ” – ეს არის სრული ნონსენსი და მსგავსი განცხადებების გაკეთება, ბუნებრივია, არავის არ შეშვენის, მით უმეტეს, ექიმს. თუმცა, კიდევ ერთხელ, შინაარსობრივად ჩვენ თუ ჩავწვდებით, ეს ობიექტური რეალობა ასეთია, მაგრამ კიდევ ერთხელ – აუცილებელია დაცვა ხელოვნური და ხელოვნურ დაცვას სწორედ ვაქცინაცია ჰქვია იმიტომ, რომ კოვიდი შეიძლება დაემართოს აცრილსაც, მაგრამ ეს ალბათობა გარდაცვალების ან მძიმე დაავადების განვითარების მკვეთრად შემცირებულია. არავინ არ ამბობს, რომ არ უნდა ავიცრათ და კოვიდი გადავიტანოთ – ეს სრული ნონსენსია,” – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.