გურამ მაჭარაშვილი: მეგის ქარდავას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, ევროპულმა სასამართლომ ის დანაშაულში ამხილა, მისი ექსტრადირება ბუნებრივია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არაერთი დანაშაულის გამო, მეგის ქარდავას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
მისი თქმით, ქარდავა დანაშაულში ამხილა ევროპულმა სასამართლომაც.
როგორც დეპუტატი ამბობს, ამ ფონზე, მეგის ქარდავას ექსტრადირება ბუნებრივია.
„მეგის ქარდავას შემთხვევაში, ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ მოქალაქე ადრე თუ გვიან პასუხს აგებს მართლმსაჯულების წინაშე თავისი დანაშაულის გამო. მეგის ქარდავას ქართულმა მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა არაერთ დანაშაულზე. ევროპულმა სასამართლომ მეგის ქარდავა და სააკაშვილის ხელისუფლება სისტემურ დანაშაულში ამხილა. ბუნებრივია, მისი ექსტრადირება და პასუხისგება მოხდებოდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის უფლებადამცველის საჩივარი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ.