ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის რღვევა სამეგრელოში გრძელდება. პარტია “საქართველოსთვის” ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა – ლალი შამუგიამ დატოვა. მან კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადებით წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს მიმართა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.
მანამდე გახარიას გუნდი ჩხოროწყუშიც დატოვეს, 6 სექტემბერს გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ალექსანდრე მოწერელიას ბიურო დატოვა მისმა თანამშრომელმა – ფრიდონ ლათათიამ, მანამდე კი ლათათიას მსგავსად პროტესტის ნიშნად ბიუროდან წავიდნენ სალომე პაპავა და გოგა თოლორდავა. გახარიას პარტიას პროპორციული სიის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბოლო დღეებია, მთელი საქართველოს მასშტაბით მასიურად ტოვებენ.