დავით კირკიტაძე: რაც უფრო მალე ჩატარდება არჩევნები და „ქართულ ოცნებას“ გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ მოქალაქეების პრობლემებს
“რაც მალე ჩატარდება არჩევნები, რაც მალე დავემშვიდობებით „ქართულ ოცნებას“ და გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოქალაქეებს აწუხებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლებაში გატარებული თითოეული დღე მოქალაქეებისთვის პრობლემების შემქმნელია.
„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში გატარებული თითოეული დღე არის დამძიმებული ყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გაუარესებული მდგომარეობა ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური სიტუაციის, დაღუპული ადამიანები. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ რაც მალე ჩატარდება არჩევნები, რაც მალე, მშვიდობიანად, არჩევნების გზით დავემშვიდობებით „ქართულ ოცნებას“ და გავუშვებთ ოპოზიციაში, მით მალე მოვაგვარებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ღრმად გვწამს და მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ თითოეული დღე, რასაც ისინი ატარებენ ხელისუფლებაში, არის პრობლემების შემქმნელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ, რაც შეიძლება მალე გვსურს, არჩევნების გზით ისინი გავუშვათ ოპოზიციაში და დავიწყოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ უხვად მოუტანა და დაუგროვა ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს“, – აღნიშნა კირკიტაძემ.