თბილისის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი კახა კალაძე მოსახლეობას აცრისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო კამპანიას ისე ჩაატარებს, რის საშუალებასაც პანდემია მისცემთ.
„ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც არსებული პანდემია მოგვცემს შესაძლებლობას. კამპანიის ჩატარების უამრავი საშუალება არსებობს და ყველა იმ მეთოდს გამოვიყენებთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ მოსახლეობა და ასევე საკუთარი თავი.
ზოგადად, ვაქცინაციის პროცესი არის მნიშვნელოვანი და კიდევ მინდა ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად ყველამ ვეცადოთ, გავიკეთოთ ვაქცინა. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც გვიცავს სიკვდილისგან. ყველამ უნდა შეძლოს ვაქცინის გაკეთება. ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანის გონიერებაა. მნიშნველოვანია ვატაროთ პირბადე. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ ვარ აცრილი, მაქსიმალურად ვცდილობ ვატარო პირბადე, მით უმეტეს, როცა ირგვლივ ბევრი ადამიანია,“ – აღნიშნა კალაძემ.