მეუფე იაკობი: “პრაიდის” უკან რუსეთი დგას, გვირევთ ქვეყანას

მეუფე იაკობი ქადაგების შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ “თბილისი პრაიდის” ჩატარება ხვალაც რომ დაიგეგმოს, ისევ იგივე მოხდება, რადგან ხალხი მზად არ არის ლგბტ თემის მისაღებად.

“უარესები რომ არ მოხდა, კიდევ კარგია, იმათ რატომ არ ეკითხებიან, “პრაიდის” უკან ვინც იდგა და აძალებდნენ, ჩაატარეთ, ჩაატარეთო. ვინ იდგა რუსთაველზე, რაღას აღიზიანებდნენ, ხომ ეუბნებოდნენ, სხვა ადგილას ჩაატარეთო. ეს ხვალ რომ მოხდეს, რა გგონიათ, ევროკონვენციასა და გაერო-ს იმას გაითვალისწინებენ? არ არის, ხო, ხალხი ამისთვის მზად. არ უნდათ მაგის მიღება. სადაც მოსწონდათ, მიიღეს იქ და საქართველოში არ იღებს ხალხი. გამორჩევით ჟურნალისტები გამოგარჩიეს ყველა ლოკაციაზე, იქ არ გაუვლიათ [ლგბტ თემის წარმომადგენლებს], იმათ რომ გაევლოთ და ერთმანეთში მომხდარიყო რაღაც, კიდე გასაგები იქნებოდა, ხო?”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, “პრაიდის” უკან რუსეთი დგას და ის მართავს სიტუაციას.

“მე ”პრაიდზე” რა აზრის ვარ, იცით? უცხოური ისინი ხო იდგნენ იმის უკან, აბსოლუტურად რუსები მართავდნენ და აქეთაც ბევრი იყო რუსებისგან რომ იმართებოდა. ანუ გვირევთ ქვეყანას, რუსები გვირევთ ქვეყანას”, – ამბობს მეუფე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები