“პატარა ბინტიანი გამოდის ეთერში, ვის არ უჩხუბია” – კუტალაძე გარდაცვლილ ოპერატორზე
“ჩვენ გვაბრალებდნენ, რომ ჟურნალისტს ყბები დავუმსხვრიეთ – ყბა მოტეხილი, სახის ძვლები დამსხვრეული, თურმე ისე ვურტყით ჟურნალისტს ტვინში სისხლი გაეჟონა”,- ამის შესახებ დათო კუტალაძე გარდაცვლილ ოპერატორზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
“ღმერთი არ დაგვტოვებს ჩვენ, აი ნახეთ როგორი კადრები მოგვცეს. ჩვენ გვაბრალებდნენ, რომ ჟურნალისტს ყბები დავუმსხვრიეთ – ყბა მოტეხილი, სახის ძვლები დამსხვრეული, თურმე ისე ვურტყით ჟურნალისტს ტვინში სისხლი გაეჟონა. ეს ჟურნალისტი საავადმყოფოდან გაწერეს და აი კადრები…”,- აცხადებს კუტალაძე ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.