კარლ ჰარცელი: ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას, ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ უჭერს მხარს მედიისა და შეკრების თავისუფლებას

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ტელეკომპანია “პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

ელჩი ლექსო ლაშქარავას ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს უსამძიმრებს.

„დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების ღრმა მწუხარებას.

ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას“, – აცხადებს ელჩი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები