სალომე ზურაბიშვილი: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის, აუცილებელია, რომ გამოძიებული იყოს და ვინც არის პასუხისმგებელი, დაისაჯოს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა.

მისივე თქმით,​ აუცილებელია, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი დაისაჯოს.

„მართლაც ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის და როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, ჩემთვის პირადად, ამ ოჯახზე აღარაფერს ვიტყვი, აუცილებელია, რომ გამოძიებული იყოს და ვინც არის პასუხისმგებელი, დაისაჯოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.

ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები